ჭიათურელი პატარები განახლებულ საბავშვო ბაღებში ივლიან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურაში ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. 2015-2016 წლებში ქალაქ ჭიათურაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 ბაგა-ბაღს. პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ხუთივე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ჭიათურის ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე ჯამში 869 114 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში ჭიათურაში მცხოვრები 1640-მდე აღსაზრდელი დადის. მაშინ როცა, 2009 წელს მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში მხოლოდ 900 ბავშვი დადიოდა.

Visited 150 times, 1 visit(s) today