ჭიათურის გაერთიანებული საბავშვო ბაღების მე-8 განყოფილებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

04/07/2017

ჭიათურის გაერთიანებული საბავშვო ბაღების მე-8 განყოფილებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის თანახმად გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. ბაღში მოეწყობა თანამედროვე ოთახები, სრულად განახლდება სამზარეულო, გაკეთდება სველი წერტილები, შეიცვლება საკანალიზაციო ქსელი, დამონტაჟდება გათბობის სისტემები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენებელი XXI” ასრულებს.
პროექტის ღირებულება 121 990 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2017 წლის 7 აგვისტო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0