ჭიათურის მერმა სამგზავრო საბაგიროების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

10/12/2017

ჭიათურის მერმა სამგზავრო საბაგიროების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. პაატა ნადირაძე საბაგიროების ცენტრალურ
სადგურზე იმყოფებოდა, სადაც სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა.
დღესვე პაატა ნადირაძე მოქალაქეებსა და გარე მოვაჭრეებს შეხვდა.. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა გარე მოვაჭრეებს ინფორმაცია მიაწოდა , რომ უახლოეს პერიოდში ყოფილი ,,უნივერმაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათთვის სპეციალური ბაზრობა მოეწყობა და დაინტერესებულ პირებს ახალი ტერიტორიის უპირატესობაზე ესაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0