ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

12/07/2017

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს სოფელ ქვედა ბერეთისაში მდებარე ორ წყაროზე რკინა-ბეტონის რეზერუარის მოწყობას, საიდანაც ტუმბოების მეშვეობით წყლის მიწოდება მოხდება უსახელოში ორ სხვადასხვა ადგილას მოწყობილ რეზერუარში. უსახელოში არსებული რეზერუარებიდან კი მოსახლეობისადმი წყლის მიწოდება თვით დინებით მოხდება. პროექტის განხორციელებით სოფელ უსახელოსა და წყალშავში მცხოვრები 700 ოჯახი ისარგებლებს.
უსახელოში მიმდინარე სამუშაოები დღეს ჭიათურის გამგებლის მოადგილემ და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დღეს სოფელ ბერეთისაში იმ ადგილასაც იმყოფებოდნენ, სადაც სათავე ნაგებობა უნდა მოეწყოს.
წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,აკვედუკი 07″ შეასრულებს.
პროექტის საერთო ღირებულება 284 444 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0