ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კობერიძეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს გიორგი კობერიძეს შეხვდა. შეხვედრის მიზანს ჭიათურის ოთხი ქუჩის – ფანცულაიას, პატარიძის, სოფრომაძისა და მღვიმევის დასახლების (კორპუსები) სამომავლო წყალმომარაგების საკითხის განხილვა წარმოადგენდა. ჭიათურაში განსახორციელებელი წყალმომარაგების ახალი პროექტის ფარგლებში აღნიშნული ქუჩების წყლით უზრუნველყოფა არ შედიოდა. დღეს გამართული აუდიენციის შემდეგ გადაწყდა, რომ პროექტში ოთხივე ქუჩა ჩაისმება, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტია. გიორგი კობერიძის თქმით, ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ტენდერი 3 თებერვალს გამოცხადდება. ზურაბ კუპატაძემ დღევანდელ შეხვედრაზე იმის პირობაც მიიღო, რომ სამშენებლო სამუშაოებში ჭიათურლებიც დასაქმდებიან.
ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სრულიად ახალი სათავე ნაგებობა: შემკრები რეზერვუარი და ჭაბურღილები. ასევე აშენდება საქლორატორო სადგური.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჭიათურის მოსახლეობა 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

Visited 241 times, 1 visit(s) today