ჭიათურის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცეს

03/03/2016

2008 წლის აგვისტოს ომში შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის შმაგი კუპატაძის დედას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ დედის დღე მიულოცეს და გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.
შმაგი კუპატაძემ 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შეწირა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა 3 მარტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებსაც მიულოცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0