ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი „ჭიათურობა“2016 აღინიშნა

16/10/2016

ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი „ჭიათურობა“ აღინიშნა. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები ნინოშვილის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე დაიწყო, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა: ზურაბ კუპატაძემ, თემურ ჭუმბურიძემ, ლალი კაპანაძემ, იმერეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეებთან პაატა ნადირაძესთან და იოსებ ხახალეიშვილთან ერთად სახალხო სეირნობაში მიიღეს მონაწილეობა და თან ღონისძიების ორგანიზატორებმა მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები შესთავაზეს როგორც სტუმრებს,ასევე ადგილობრივებს:მოეწყო კონცერტები,გამოფენები,იმერული პერფომანსები,ცხენებით ჯირითი და სხვა . ორგანიზაციების წარმომადგენლები კი სტუმრებს იმერული სუფრით გაუმასპინძლდნენ. შემდეგ ღონისძიებებმა კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. იქაც, სადღესასწაულოდ მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები.დღესასწაულში ქალაქთან ერთად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიც ჩერთნენ და ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული კუთხე დამახასიათებელი ხიბლით,ფოლკლორითა და სამზარეულოთი წარმოადგინეს და საშემოდგომო ნობათით გაუმასპინძლდნენ სტუმრებსა და ადგილობრივებს. ჭიათურობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ტრადიციულად, ჭიათურის საპატიო მოქალაქეების არჩევა გახლდათ.წელს ეს პატივი წილად ხვდათ: დამსახურებულ რკინიგზელს გურამ კაპანაძეს ,მეცნიერ გიორგი ნიკოლაძეს და იურისტს ნუგზარ ჯაფარიძეს (გარდაცვალების შემდეგ). ღონისძიების დასასრულს გაიმართა დასკვნითი კონცერტი თბილისიდან მოწვეული ცნობილი მომღერლების შესრულებით. წლის ყველაზე გამორჩეული დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0