ჭიათურის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

22/12/2017

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის რომან მუმლაძის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. სხდომას ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე ესწრებოდა. 🔊 „როცა მერის უფლებამოსილების შესრულებას შევუდექი,მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოში უკვე გახლდათ წარდგენილი და შესაბამისად, დიდ ცვლილებებს ვერ შევიტანდი, თუმცა მისასალმებელია, რომ ბიუჯეტი გაზრდილია,რაც დადებითად აისახება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე“- აღნიშნა ჭიათურის მერმა და დეპუტატებს ერთსულოვნებისთვის მადლობა გადაუხადა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 13 მილიონ 202 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2 მილიონ,8558 ათასი ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოციალური საკითხები,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდობის ხელშეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0