ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით მარტვილში გასართობი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს

25/09/2023

ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით მარტვილში მთელი დღის განმავლობაში გასართობი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ მიულოცა. დღევანდელი ღონიძიების ფარგლებში მოხდება მარტვილის საპატიო მოქალაქეების, წარმატებული მეწარმე ქალებისა და ხელოვანების დაჯილდოება. თავისუფლების ქუჩაზე, რომელიც პროექტ “განახლებული რეგიონების” ფარგლებში რეაბილიტირდა, გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელთნაკეთი ნივთები, ადგილობრივებს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშულება ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მეგრული კულინარიის მასტერკლასებში. გაცოცხლდნენ დავით აღმაშენებლისა და მწიგნობართუხუცესის ისტორიული პერსონაჟები. მარტვილში მიმდინარე სადღესასწაულო ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილეებთან, მარტვილის მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად ესწრება. მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაული აღნიშვნა საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეამკეს მწიგნობართუხუცესის ძეგლი. ღონისძიება საღამოს ჯგუფ “რეგიონის” კონცერტით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0