ხათუნა თოთლაძემ საქართველოში საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

01/12/2017

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან პასკალ მენიესთან და საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილესთან ტიფანი სადლერთან.
შეხვედრისას, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის – საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელობა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებული ტენდენციები და განვითარებები.
ამასთან, საუბარი შეეხო ა.წ. 4-14 დეკემბერს, ქ. ნიუ-იორკში დაგეგმილი საერთაშორისო სისხლის სამართლის სამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-16 ასამბლეის სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებს და მის ფარგლებში გასამართ ღონისძიებებს.
საუბრისას, ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად, ქმედითი საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეფექტიანი მუშაობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0