ხათუნა თოთლაძე საქართველოში უნგრეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან სილვია პეტოსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე წლის 3-6 დეკემბერს თბილისში უნგრულის კულტურის დღეების (Hungarian Cultural Days in Tbilisi) ჩატარების საკითხი და ამ ფორმატში უნგრული მხარის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამის პროექტი.
აღნიშნულის გარდა, შეხვედრისას მხარეები შეეხნენ კულტურის სფეროში საქართველოსა და უნგრეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

Visited 231 times, 1 visit(s) today