ხათუნა თოთლაძე საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

27/09/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფასთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითრების პერსპექტივები, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0