ხანძრის შედეგად სოფელ ნატანებში გულიტაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა

15/08/2017

ხანძრის შედეგად სოფელ ნატანებში გულიტაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი ნარუჯის უბანში, გუშინ გვიან ღამით გაჩნდა. ოჯახი ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდა. როგორც დაზარალებულები ამბობენ, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. საბედნეროდ, მსხვერპლი არ არის. დამწვარია საცხოვრებელი სახლის ნაწილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური გამოძახებიდან დროულად მივიდა. მიუხედავად ამისა, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები: არჩილ ყაზაიშვილი და გიორგი ღურჯუმელიძე, ასევე ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე.
დაზარალებულებს მუნიციპალიტეტის გამგეობა შესაბამის დახმარებას გაუწევს. ოჯახი დროებით, ახალ საცხოვრებელ სახლში გადავა, რომლის ქირასაც მუნიციპალიტეტი გადაიხდის. გაეწევათ ფულადი დახმარებაც. გარდა ამისა, გულიტაშვილების ოჯახი სამშენებლო მასალებსაც მიიღებს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0