ხარაგაულის მოსახლეობას მეორე დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

18/10/2017

ხარაგაულის მოსახლეობას მეორე დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლის მიხეილ ბანცაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის მილი ლაშის ტერიტორიაზეა დაზიანებული, სადაც 16 ოქტომბერს ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ ცენტრალური გზის მიწის ვაკისი წაიღო.
„სოკარ ჯორჯია გაზში“ გვეუბნებიან, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, მიმდინარეობს სამუშაოები და მისი აღდგენა დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული

Tweet about this on TwitterShare on Facebook0