ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მიმდინარეობს

28/07/2017

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, მინდია ღლონტმა, ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა.
საგზაო ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მალხაზ ფხალაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თემური თაბუკაშვილი ეწსრებოდნენ.
მინდია ღლონტი ხარაგაულში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესრულების ხარისხით, ვადებით და ტექნიკური დეტალებით დაინტერესდა. რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მიუხედავად მუნიციპალიტეტის რთული რელიეფისა მუშაობის ტემპი აქტიურია. რაც იმედს იძლევა, რომ შემოდგომის ბოლოს ხარაგაულში ყველა პროექტი დასრულებული იქნება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აწარმოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0