დღეს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ახლადაშენებულ ტაძარზე ჯვარი აღმართეს. ჯვარი ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აკურთახა და მრევლი დალოცა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დაესწრნენ.
Visited 250 times, 1 visit(s) today