ხატია წილოსანი ისრაელის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, დეპუტატი ხატია წილოსანი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ისრაელში.

„ვისაუბრეთ საქართველოსა და ისრაელს შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე. მე, როგორც გარემოს დაცვისა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრმა, ელჩს მივაწოდე ინფორმაცია დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. დავსახეთ კონკრეტული გზები წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით. განვიხილეთ სამთომოპოვებითი მიმართულებით ისრაელის გამოცდილება. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოს და ისრაელს შორის არსებულ თანამშრომლობას და საქართველოს საპარლამენტო ვიზიტს ისრაელში“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

Visited 32 times, 1 visit(s) today