ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თამარ მეფის ქუჩაზე სააღმზრდელო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მეშვიდე სააღმზრდელო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 753 752 ლარი გამოყო. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება და აღსაზრდელების სწავლა-განათლებისთვის სათანადო პირობები შეიქმნება.
გამგებელმა ასევე დაათვალიერა, ხაშურში ცხრა აპრილის ქუჩაზე მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები, რომელიც უახლოეს ხანებში დასრულდება. მინი სტადიონი მოეწყო ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩაზეც. სტადიონების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 109 244 ლარი გამოიყო და სპორტული ცხოვრებისთვის მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტი სივრცე ექნება.

Visited 186 times, 1 visit(s) today