ხაშურის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მშენებლობის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა. მათი განმარტებით, პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, უკვე დაიგო ასფალტის ორი ფენა, ახლა კი თანმდევი სამუშაოები ხორციელდება. პროექტი ორწლიანია, თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 947 999 ლარს შეადგენს. სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მოასფალტების პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლების მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდებათ.