ხაშურის მუნიციპალიტეტში უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებით დახმარების გაწევა კლავაც აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტში უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებით დახმარების გაწევა კლავაც აქტიურად მიმდინარეობს. დახმარებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების ნაწილის შეძენა მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მიერ გაღებული საქველმოქმედო თანხით განხორციელდა, საქველმოქმედო შეწირულობა გაიღეს ბიზნესის წარმომადგენლებმაც. დღეს, საკვებ პროდუქტებს ღებულობდნენ უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, მარტოხელები და მრავალშვილიანები. სასურსათო პროდუქტების გადაცემის პროცესში მონაწილეობდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და მერიის სხვა წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მერია, ქველმოქმედებისთვის მადლობას უხდის ბიზნესის წარმომადგენელ შალვა ფხიკიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის დახმარების გაწევის პროცესი კვლავაც გრძელდება.

Visited 40 times, 1 visit(s) today