ხაშურის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობდა

10/04/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები მუშაობდნენ. სპეციალური პრეპარატით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, დეზინფექცია უტარდებოდა ქუჩებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გურასპაშვილისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების რეკომენდაციითა და შეთანხმებით განხორციელდა. სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში კვლავაც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0