ხაშურის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებით დახმარების პროცესი გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებით დახმარების პროცესი გრძელდება. დღეს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად პროდუქტების გაცემაში აქტიურად ჩაერთო სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ირაკლი ჩადუნელი.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული დახმარებით ხაშურში, სურამსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები1824 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახი ისარგებლებს, რომელთაც ზეთი, ბურღულეული და სხვა პროდუქტები გადაეცემა.
პროდუქტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 79 980 ლარი შეადგინა.

Visited 86 times, 1 visit(s) today