ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა

21/05/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა.
დაბა სურამში ფიროსმანის ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი სამუშაოებს ადგილზე ეცნობოდნენ. მათი განმარტებით, დაბა სურამში, ფიროსმანის ქუჩის მოწყობის პროექტი 342 428 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0