ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ქეთევან ბარბაქაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

13/12/2019

ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღეს ხელოვან ქეთევან ბარბაქაძის პერსონალური გამოფენა „ცივი ფაიფურის სამყაროში“ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას უძღვებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების მმართველის მოადგილე სამეცნიერო დარგში მურად მთვარელიძე. გამოფენაზე, რომელსაც მხატვრები, ხელოვნების მოყვარულები და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხელოვანმა ბოლო პერიოდის ნამუშევრები წარმოადგინა. გამოფენა „ცივი ფაიფურის სამყაროში“, რომელსაც დამსწრეთა საყოველთაო მოწონება ხვდა წილად, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კიდევ ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0