ხაშურის საბიბლიოთეკო კვირეული დაიხურა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვა, მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში, დღეს, 7 მაისს გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მიულოცა საბიბლიოთეკო კვირეულის წარმატებით დახურვა და სასიამოვნო ინფორმაციაც ამცნო, კერძოდ, სულ მალე მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ხაშურში კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა მაკა დიდებულიძემ მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას და ისაუბრა მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებზე, მიღწევებზე, ინტერნეტ რესურსებზე, ოკუპაციის მუზეუმზე.
მან ასევე, აღნიშნა, რომ ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში, ერთგული მკითხველების მიერ, გაკეთდა „ჩემი ხელნაწერი ზღაპრების“ კრებული, მთავარ ბიბლიოთეკაში კი იქმნება ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი.
„საუკეთესო პოსტერი საჯარო სკოლებს შორის ფარგლებში“ პროფესიული ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული -ქინძათის საჯარო სკოლა, რომელსაც სპეციალური პრიზები გადაეცემა. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა ბავშვთა შემოქმედებითი ჯგუფი „სალაღობო“. საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვას ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის მერიის, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საჯარო სკოლების წარმომადგენლები. ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელის თანაშემწე ლოლა სანაია.

Visited 83 times, 1 visit(s) today