ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ ღობეების მოწყობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე, ავტომაგისტრალის გასწვრივ ღობეების მოწყობა მიმდინარეობს.

„აღნიშნული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის იერსახის მოწესრიგებას. ქუჩაზე გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლებისა და არსებული ფართების სისტემური დანომვრაც.“ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა განხორციელებული სამუშაოების ადგილზე შემოწმებისას.

მერთან ერთად ობიექტზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, პროექტი, რომელიც თანადაფინანსებით ხორციელდება, 873 757.79 ლარს ითვლის და შემოდგომით დასრულდება.

Visited 161 times, 1 visit(s) today