ხაშურში გამართულ საცირკო წარმოდგენებს, კონფლიქტისპირა სოფლებში, წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ

27/11/2019

კონფლიქტისპირა სოფლებში, წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრები ბავშვები და საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები, დღეს, 27 ნოემბერს, ხაშურში გამართულ საცირკო წარმოდგენებს დაესწრნენ. მომდევნო დღეებში, საცირკო წარმოდგენებზე დასწრებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიც შეძლებენ. აღნიშნული კატეგორიის ბავშვებისთვის ღონისძიებებზე უსასყიდლოდ დასწრება- ტრანსპორტირება, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის მიერ ფინანსდება და ყოველწლიურად ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0