ხაშურში, განთიადის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ხაშურში, განთიადის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აქამდე არსებული არხი მწყობრიდან იყო გამოსული, ვერ ატარებდა წყლის ნაკადს და უხვი ნალექის დროს ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა.

„ქუჩის მცხოვრებლების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა განთიადის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა.
როგორც იცით, ქალაქის ტერიტორიაზე დაგეგმილია წყლის და საკანალიზაციო სისტემების სრული რეაბილიტაცია, რის შემდეგაც მოხდება არსებულ ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგებაც და ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.“ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა განთიადის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 46 476 ლარს შეადგენს, პროექტს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი მიმდინარეობა მაისის შუა რიცხვებში დასრულდება. უახლოეს პერიოდში, ასევე, დაგეგმილია ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა და დაბა სურამში მშვიდობისა და პუშკინის ქუჩებზე სანიაღვრე არხების მშენებლობა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პროექტების განხორციელება აქტიურად გაგრძელდება და არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდება.

Visited 223 times, 1 visit(s) today