ხაშურში, ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა

05/10/2019

ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის მთავარ მოედანზე ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა. ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა თემატური გამოფენებიც. ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახური და ა(ა)იპ კულტურის ცენტრების გაერთიანება.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს და მიმართულია ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0