ხაშურში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

27/06/2019

ქალაქ ხაშურში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელების შემდეგ, მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრებისთვის და დასვენებისთვის კიდევ უფრო მეტი სივრცე შეიქმნება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი.
მათი განმარტებით, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მინი სტადიონისა და სკვერის მშენებლობისთვის 72 386 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული პროექტი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე დამსვენებლისთვისაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0