ხაშურში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა.
„ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის იერსახის მოწესრიგებას, გარდა აღნიშნული კორპუსებისა, ხორციელდება ტაბიძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოებიც. კორპუსი დიდი ხნის აშენებულია და სავალალოდ გამოიყურება. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება და მთელი ქალაქის მასშტაბებს მოიცავს“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
ხაშურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები 61 683 ლარს მოიცავს. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და აპრილის ბოლოსთვის დასრულდება.