ხაშურში, მუსიკის lll ფესტივალი „რეგიონის ხელოვნების“ გალა კონცერტი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის lll ფესტივალი „რეგიონის ხელოვნების“ გალა კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში პირველად, ხაშურის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ბორჯომისა და ქარელის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები ფატი სადაღაშვილი და მაია მურადაშვილი. კონცერტზე მსმენელმა მრავალფეროვანი რეპერტუარი მოისმინა. დასასრულს, ღონისძიების მხარდაჭერისთვის, ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას, მერიის განათლების კულტურის და სპორტის სამსახურს და მუსიკალური სკოლის დირექტორს ლალი რუხაძეს.

Visited 103 times, 1 visit(s) today