ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო და 28 ერთეული დაუფირნიშებელი ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი გამოავლინეს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

Visited 48 times, 1 visit(s) today