ხაშურში ცენტრალური ქუჩების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსათავსებელი ურნების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის ღონისძიებათა ფარგლებში ხაშურში ცენტრალური ქუჩების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსათავსებელი ურნების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. დეზინფიცირების სამუშაოებს მუნიციპალური ა(ა)იპ „ხაშურსერვისი“ ახორციელებს. ვირუსის საპრევენციო ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ სხვადასსხვა პრევენციული ღონისძიებების გატარების საქმეში უკვე ჩართულები არიან ადგილობრივი მოქალაქეებიც. ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ სახელით გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ინდივიდუალურ მეწარმე შალვა ქიტიაშვილს, რომელმაც ა(ა)იპ „ხაშურსერვისს“ 100 ლიტრი სადეზინფექციო სითხე ქველმოქმედების სახით შესწირა.

Visited 109 times, 1 visit(s) today