ხაშურში წყალმომარაგების სისტემებისა და საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

14/09/2017

ხაშურში წყალმომარაგების სისტემებისა და საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა ჯერ კიდევ ივნისის თვეში გაიმართა. შეხვედრაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, გამგეობის თანამშრომლებმა და დონორმა ორგანიზაციებმა პრობლემის არსი და მისი გადაჭრის შესაძლო გზები განიხილეს.
ამ ეტაპზე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ“ გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების და წყალანირების გამწმენდი ნაგებობის დეტალური პროექტირების საპროექტო მომსახურებაზე იზრუნებს.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 879 000 ლარს შეადგენს.
ხელშეკრულება ხაშურში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაციის, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტირებას ითვალისწინებს.
მსგავსი მასშტაბის პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში ათწლეულებია, არ განხორციელებულა. მისი დასრულების შემდგომ ხაშურში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მტკივნეული პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0