ხელვაჩაურის მოსახლეობას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე შეხვდა

30/05/2016

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ეწვია . მინისტრის მოადგილე აჭარის ა.რ მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აჭარისწყლის, მირვეთის, მარადიდის და კირნათის მოსახლეობას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ჰესების მშენებლობის არეალში არსებული მიწის ნაკვეთები იყო. ადგილობრივები ნაკვეთების სანაცვლოდ შპს „აჭარა ენერჯი 2007“-ს კომპესაციას თხოვენ. ილია ელოშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული. მისივე განმარტებით, სამინისტრო ადგილობრივებს მშენებლ კომპანიასთან უშუამდგომლებს.
მდინარე ჭოროხზე 130 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობას შპს „აჭარა ენერჯი 2007“ აწარმოებს. გასულ წელს სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მოსახლეობის პრობლემები შეისწავლა და შესაბამისი დასკვნაც მოამზადა. 212-მა ოჯახმა, კომპენსაციის მისაღებად, მიწის საკადასტრო ნახაზები მოამზადა. საკარმიდამო ნაკვეთების პარალელურად, საფრთხე საფლავებსაც ექმნება.
საქართველოს ენერგეტიკოს სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას მოსახლეობასთან სავარაუდოდო 1 კვირაში გამართავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0