ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მინი მოედნების მშენებლობა – რეაბილიტაცია გრძელდება

26/10/2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის მიზნით მინი მოედნების მშენებლობა – რეაბილიტაცია გრძელდება. სოფელ ჩელტაში და ახალშენის მეურნეობის ტერიტორიაზე საფეხბურთო მინი მოედნის კეთილმოწყობა უკვე დასრულდა. ორივე პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 400 ლარი დაიხარჯა. პარალელურად კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორიაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0