ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

26/10/2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მასაურაში, ფერიაში, მნათობში, ხელვაჩაურში, ზედა ჯოჭოში, წინსვლაში, ზანაქიზეებში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს გზების ნაწილი ზედა ჯოჭოში მოწესრიგდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 410 302 ლარი გამოიყო. გზების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0