ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სტუდენტებს შეხვდა

20/07/2016

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე „საქართველოს მოხალისე 2016“-ის პროექტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდები სოფო გულაბერიძე და ნიკოლოზ ხოროშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან. გამგებელმა სტუდენტებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს “მოხალისეობის განვითარების პროგრამას – საქართველოს მოხალისე”, რომლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს რეგიონებში, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.
კონკურსის შედეგად, თითო მუნიციპალიტეტიდან ორი, მთლინად ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტიდან კი 128 მოხალისე შეირჩა, რომლებიც მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს გაივლიან.

კურსის დასრულებისას თითოეულ მათგანს, მიმდინარე წლის ბოლომდე, “საქართველოს მოიხალისეს” სტატუსი მიენიჭება.მათ ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობის საკომუნიკაციო ხარჯი აუნაზღაურდებათ და ექნებათ საშუალება საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამებში ჩაერთონ.

პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდი”, “მშვიდობის კორპუსი” და “ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0