ხელვაჩაურში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურში ავარიას მსხვერპლი მოყვა. სამი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი საავადმყოფოში.

როგორც prof-news-ს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წარმომადგენლმა თამარ მხატვარმა განუცხადა, პაციენტი ქალი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა. მისივე თქმით, ერთი პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამის მკურნალობას გადის.

ავარიის შედეგად დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებიც ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

Visited 195 times, 1 visit(s) today