ხელვაჩაურში დაზარალებულების მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება დღეს დილიდან დაიწყო. ამჟამად დაზარალებულების მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ. სოფელ მახინჯაურში 5 ოჯახში მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
გაწმენდილია შიდა სასოფლო გზები. ყველა საჯარო სკოლაში და საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. მოსახლეობას მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.
უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივ მოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.შტაბი 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 75; 591 98 32 61; 595 95 87 08;

Visited 173 times, 1 visit(s) today