ხელვაჩაურში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

09/04/2016

9 აპრილს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპული ადამიანების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წელს მომხდარი მოვლენები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ წლების წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის დღეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0