ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა გადის საარჩევნო ყუთთან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა გადის საარჩევნო ყუთთან, სხვა ყველა მეთოდი არალეგიტიმურია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველამ უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს დაცული. აშშ-ის ელჩის თქმით, ნებისმიერი სახის დაშინება პოლიტიკური პარტიების თუ მთავრობის მხრიდან ყოვლად მიუღებელია. ამასთანავე, იან კელიმ აღნიშნა, რომ აქამდე წინასაარჩევნო გარემო საქართველოში მშვიდი იყო.

„ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა გადის საარჩევნო ყუთთან, სხვა ნებისმიერი გზა – არალეგიტიმურია“, – განაცხადა კელიმ.

Visited 109 times, 1 visit(s) today