ხელისუფლება მოსწავლეების და მასწავლებლების გვერდით დგას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„გულითადად ვულოცავ მოსწავლეებს და მასწავლებლებს წლის მნიშვნელოვანი მოვლენის დაწყებას. დღეიდან იწყება ახალი სასწავლო წელი, ცოდნის, ახალი გამოცდიელბის, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარები. თქვენთვის ცხოვრებაში ძალინ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. გახსოვდეთ, რომ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
ხელისუფლება მოსწავლეების და მასწავლებლების გვერდით დგას. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლემ სახელმძღვანელოები უფასოდ მიიღო, პირველ კლასელებს გადაეცათ კომპიუტერები. მოსწავლეები უფასო სასკოლო ავტობუსებით სარგებლობენ. რეგიონის მასშტაბით, აშენდა და რეაბილიტირდა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს“.
პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია

Visited 190 times, 1 visit(s) today