ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კიდევ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაური ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან გუშინდელ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს შეეხო.

პრემიერის თქმით, ჯანი ბუკიკიომ დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნის გამო კმაყოფილება გამოხატა.
„მოგეხსენებათ, ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა. წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისგან განსხვავებით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო განხილვები, სადაც ყველა იყო ჩართული და ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კიდევ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება. ეს არის მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენ ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, რომლებზეც დეტალურად აღარ ვისაუბრებ და მზად ვართ, კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება რაღაცეებზე დამატებით შეთანხმება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა

Visited 92 times, 1 visit(s) today