ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს 2017 – 2018 ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე სტუმრობდნენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველკალასელებს საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს. ციხელაშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და კვლავაც გააგრძელებენ მათზე ზრუნვასა და განვითარებისთვის ხელშეწყობას. სპორტის მინისტრმა ერგნეთში მდებარე ახლად რეაბილიტირებული სტადიონი მოინახულა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იყვნენ ჩართულნი სპორტულ აქტივობებში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათ ჯანსაღ მომავალს. ამისათვის საჭიროა გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა, რომლის გაუმჯობესებისთვისაც სამინისტრო რეგიონში სხვადასხვა საჭირო პროექტს ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს რეგიონის გუნერბატორმაც. მადლობა გადაუხადა მათ იმ სიმტკიცისთვის, რასაც ისინი იჩენენ, არ ტოვებენ სოფელს და ამით ხელს უწყობენ სოფლის სიცოცხლიუნარიანობას.

Visited 161 times, 1 visit(s) today