ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას აბაშის სოფლებში შეხვდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მოსახლეობასთან შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ეწერში, სუჯუნასა და ზანათში შეხვდნენ. შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია ესწრებოდნენ.
დღეს გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებმა მთავარ პრობლემად გაზიფიცირება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, ჭაბურღილების ამოწმენდა, და გარე განათება დაასახელეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

Visited 76 times, 1 visit(s) today