ხელისუფლების წარმომადგენლები უამინდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას პირადად შეხვდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილი, მუნიციპალიტეტის მერთან, ზაურ დარგალთან, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ხელისუფლების წარმომადგენლები უამინდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას პირადად შეხვდნენ, დახმარება აღუთქვეს და დაზიანებული საცხოვრებელი სახლები დაათვალიერეს. ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას კი სპეციალური კომისია სწავლობს.
ძლიერი სეტყვის გამო შექმნილ ვითარებას დროული რეაგირება მოყვა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, სადაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები და შესაბამისი პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს.

Visited 151 times, 1 visit(s) today