ხელნაკეთი “ვეფხისტყაოსნის” შექმნის პროცესი დაიწყო

22/06/2016

დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის უფროსებს პროექტი “სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა” გააცნეს. შეხვედრას ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდა.
იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტმა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრთან ერთად, ხელნაკეთი “ვეფხისტყაოსნის” შექმნა გადაწყვიტა. “ვეფხისტყაოსანი” უკვე იწერება ჭიათურასა და საჩხერეში. პროექტში თითოეული მუნიციპალიტეტის ჩართულობაა აუცილებელი. პოემის ერთი სტროფის გადაწერა ყველა პროფესიისა და ასაკის ადამიანს შეუძლია.
დღესვე, მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის უფროსებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური ფურცლები, კალმები და მელნები გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0