ხელოვნების ფესტივალი “ქართული სული 2016” ქუთაისში გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, ხელოვნების ფესტივალ “ქართული სულის” ფარგლებში კონცერტი გაიმართა.
კონცერტში ცნობილი ანსამბლი “ქართული ხმები” იღებდა მონაწილეობას, რომლის სოლისტი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეა. დღესვე, ფესტივალის უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით, იმერეთის გუბერნატორი სპეციალური სიგელითაც დაჯილდოვდა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალი “ქართული სული” საქართველოში უკვე 13 წელია იმართება. ქუთაისში კი მეორედ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

Visited 249 times, 1 visit(s) today